06:54 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 16:37:08, 1748 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძემ DCFTA საკითხზე გამართული მედიატურის მონაწილეებს შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო მედიატურში, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებს მიეძღვნა.

ორდღიანი მედია ტური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) დაფინანსებით ჩატარდა.

გენადი არველაძემ თავის პრეზენტაციაში ვრცლად ისაუბრა DCFTA-ისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც აღნიშნული შეთანხმების ამოქმედება მოიტანს საქართველოსთვის. მისი განცხადებით, შეთანხმების სრული განხორციელება ქართველ მეწარმეებს მისცემს საშუალებას, რომ მაღალი სტანდარტით ნაწარმოები კონკურენტუნარინი პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე.

არველაძის თქმით, აღნიშნული შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტიციები. აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მედიატურის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ სავაჭრო რეჟიმების შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორთან.

მედიატურის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციები ასევე გააკეთეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics