10:25 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 14:59:16, 1984 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო

მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, მას უკვირს, თუ რატომ არ დაინიშნა გუბერნატორის პოსტზე ვინმე უკრაინელი პროფესიონალი.

"ეს უბრალოდ იყო შეფურთხება, ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა. მას აშშ-ში სამუშაო ვიზაც კი არ მისცეს. უნივერსიტეტებს მისი სამსახურში აყვანა არ უნდოდათ, ხოლო ოდესის გუბერნატორის მოვალეობის შესრულება მას შეუძლია. არ არსებობენ წესიერი, პროფესიონალი უკრაინელები, რომლებსაც ამ სამუშაოს შესრულება შეუძლიათ?”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ოლივერ სტოუნმა ფილმისთვის “უკრაინა ცეცხლში” ჩაწერა.

ცნობისთვის, ფილმის პრემიერა 21 ნოემბრეს ტელეკომპანია “რენ ტვ”-ს ეთერში შედგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics