01:32 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 14:56:18, 729 ნახვა

საზოგადოება
ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 142-მდე გაიზარდა

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  142-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Dailymail იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200-ზე მეტია.

როგორც მედია იტყობინება, 14 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი, რომელშიც 500 მგზავრი იმყოფებოდა, ქალაქ პატნადან ინდორის მიმართულებით მიემგზავრებოდა. ტრაგედია კი უტარ-პრადეშის ქალაქ კანპურთან ახლოს მოხდა.

ცნობისთვის, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადატრიალდა.  ავარიის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, მატარებელი ის ლიანდაგებზე გაჩენილმა ბზარებმა გამოიწვია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების ცნობით, 12 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics