|
2016-11-19 14:25:28, 780 ნახვა
საზოგადოება
კოკა ყანდიაშვილმა არ იცის, მიიღებს თუ არა საზმაუს დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას
ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილს გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში. როგორც ყანდიაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ მას ტელევიზიაში მუშაობის და ცვლილებების საშუალებას მისცემენ. "იმაზე არ მიფიქრია მივიღებ თუ არა მონაწილეობას დირექტორის შესარჩევ კონკურსში. ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი მიფიქრია. არ ვიცი საერთოდ რა ეშველება მაგ არხს და რა მომავალი აქვს. მანდ მისვლას აზრი იმ შემთხვევაში აქვს თუ საქმეს გაგაკეთებინებენ. თუ საქმეს არ გაგაკეთებინებენ რა აზრი აქვს. ამიტომ ეს ძალიან სერიოზულად მოსაფიქრებელია. ტელევიზიაში მიდიხარ რეალურად ძალიან დიდი შრომის ჩასატარებლად. ძალიან რთულია საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა. ერთი რამ ვიცი ბევრი რამ უნდა გაკეთდეს",- განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა. როგორც ცნობილია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარასკევს მან ბორდს უკვე მიმართა ხოლო საჯარო განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)