06:54 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 12:46:07, 2153 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესის დაფინანსებას იწყებს

საქართველოს ბანკმა  სრულიად ახალი პროდუქტის „ქალი სტარტაპერის“ დანერგვის შესახებ განაცხადა.

აღნიშნული, პროგრამა საქართველოს ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს დააფინანასებს. ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით. დაფინანსებით სარგებლობა შეუძლია მას, ვისაც აქვს საინტერესო ბიზნესიდეა, სესხი მოცულობა 10 000 ლარიდან განისაზღვრება და არ მოითხოვება სავალდებულო თანამონაწიელობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სრულიად უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ტრენინგში - „როგორ დავიწყო ბიზნესი?“, აღნიშნული ტრენინგი ყველა მათგანს, ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან უნარებს და ცოდნას შესძენს. ამასთან, იმ ბიზნეს იდეის, ავტორი რომელიც დაფინანსდება, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლებს საქართველოს ბანკის საოპერაციო პროდუქტებით.

„ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით სარგებლობის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.womeninbusiness.ge .  

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics