|
2016-11-17 13:47:59, 657 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით ყველა საელჩოში პროგრამა „საქართველო გელოდებათ" დაინერგება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,ინიციატივა „საქართველო გელოდებათ", დაინერგება,რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები და დიასპორის წარმომადგენლები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და შესაბამის დახმარებას საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე - ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო და კერძო სექტორზე და საინვესტიციო გარემოზე. როგორც “ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ინიციატივა საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩოს დონეზე განხორციელდება და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტებში დიასპორის ჩართულობას და მათ რეინტეგრაციას. უწყების ინფორმაციით, დიასპორის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიურ ჩართულობას დიასპორასთან კომუნიკაციის და მათთვის დახმარების აღმოჩენის საკითხში. მისივე ინფორმაციით, საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორის წარმომადგენლებისთვის ამოქმედდება სპეციალური „ცხელი ხაზი". „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რომელთან გამკლავებაც თქვენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში გიწევთ. უკლებლივ ყველა საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს „ცხელი ხაზი", რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მყისიერად აცნობონ სამინისტროს თავის პრობლემებზე, ასევე, ოპერატიულად მოხერხდეს მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის მექანიზმების მოძიება", - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)