|
2016-11-15 14:03:49, 1513 ნახვა
სამართალი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პირის, ოჯახში ძალადობის აღვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე თავმჯდომარეობდა, საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისმა უწყებებმა სხდომაზე წარმოადგინეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესრულების თაობაზე და უპასუხეს კითხვებს 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა ამა წლის 26 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით N 341 დამტკიცდა. წინა წლების გეგმისგან განსხვავებით, იგი სცდება ოჯახში ძალადობის საკითხებს და აგრეთვე ფარავს ქალთა მიმართ ძალადობის ისეთ სხვა ფორმებს, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და ადრეული ქორწინება. "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016 - 2017 წლების სამოქმედო გეგმის" ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა ცალსახა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები როგორც მიზნების, ისე ამოცანების დონეზე, შედეგების სათანადო მონიტორინგისა და შეფასების უზრუნველსაყოფად. სამოქმედო გეგმის განხორციელების ციკლი ჰარმონიზებულია საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიმდინარეობასთან, ხოლო კავშირები პოლიტიკურ დოკუმენტებს შორის გაძლიერებულია.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)