00:54 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 16:51:55, 752 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობამ შეშის დარიგება დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ შეჭირვებული ოჯახებისთვის შეშის დარიგება დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  რაიონის მასშტაბით, 100-მდე ოჯახს შეშა უკვე მიუტანეს.

"ვცდილობთ შეშა მოსახლეობას მაქსიმალურად ოპერატიულად მივაწოდოთ. 100-მდე ოჯახმა უკვე მიიღო შეშა. პროცესი გაგრძელდება და მომართვების საფუძველზე, შეშით სხვა ოჯახებიც ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან’’, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.

თვის ბოლომდე, მოთხოვნის შესაბამისად, შეშას გლდანში, მუხიანსა და ავჭალის დასახლებაში მცხოვრები 400-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.

შეჭირვებული ოჯახები გამგეობისგან სხვა სახის დახმარებებსაც იღებენ. კერძოდ, ხდება მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა, უფინანსდებათ სამედიცინო გამოკვლევები, ოპერაციები და სხვა სახის მკურნალობა,  ხდება მათთვის ბინის ქირის კომპენსაცია.

გარდა ამისა, შეჭირვებულ ადამიანებს, რაიონის მასშტაბით, 9 უფასო სასადილოთი სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics