00:54 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 16:46:19, 650 ნახვა

საზოგადოება
რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ლატვიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ  რიგაში ორგანიზებულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციაში.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ მიმართა.

უწყების ცნობით, ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ლატვიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საელჩოს ქართული ღვინის კომპანიებთან საკმაოდ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს და ხელს უწყობს ქართველ მეღვინეებს ლატვიური ბაზრის ათვისებაში.

თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით,  ბოლო ორი წლის მონაცემებით ლატვიაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და შედეგად, ქვეყანა  პირველ ადგილზეა ბალტიისპირეთში  ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების (ჭაჭა, ბრენდი) იმპორტის მოცულობით.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა ქართული ღვინის შესახებ, რის შემდეგაც  გაიმართა ქართული ღვინის ათზე მეტი სახეობის დეგუსტაცია.

 ღონისძიებას ლატვიის კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics