|
2016-11-11 15:02:48, 1972 ნახვა
მსოფლიო
The Washington Post: ობამამ პენტაგონს დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტის” ყველა ლიდერის ლიკვიდაცია უბრძანა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პენტაგონს დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტის” ყველა ლიდერის ლიკვიდაცია უბრძანა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, “ალ ნუსრას ფრონტი”, რომლის ახალი სახელწოდება “ჯებჰატ ფათჰ აშ-შამია”, სირიაში “ალ-ქაიდას” ფრთას წარმოადგენს. როგორც გამოცემა წერს, თეთრ სახლში შიშობენ, რომ დაჯგუფების წევრებს სირიაში მათ მიერ კონტროლირებადი ტრიტორიების აშშ-სა და ევროპაში ახალი ტერაქტების მოსამზადებელ ბაზებად გადაქცევა სურს. როგორც მოსალოდნელია ჯიჰადისტებზე დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით განხორციელდება. საარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპმა ტეროროზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარების პირობა დადო. ამიტომ The Washington Post-ი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ამდინისტრაციამ “ალ-ნუსრას ფრონტის” წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან ითანამშრომლოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)