|
2016-11-11 12:44:19, 2035 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში ტრამპ-თაუერის ცათამბჯენის თავზე საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდა
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ნიუ-იორკში ტრამპ-თაუერის ცათამბჯენის თავზე საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპ-თაუერში აშშ-ის ახალადრჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შტაბ-ბინა მდებარეობს. არასაფრენი ზონის რადიუსი 3,7 კილომეტრია. ამ ზონის ერთი კილომეტრის თავზე ფრენა აიკრძალა. გამონაკლისს მხოლოდ საიდუმლო სამსახურის თვითმფრინავები, სამხედრო თვითმფრინავები და საგანგებო სამსახურების თვითმფრინავები წარმოადგენენ. არასაფრენი ზონა გამოცხადდა ინდიანაპოლისში ახალარჩეული ვიცეპრეზიდენტის მაიკლ პენსის რეზიდენციის რაიონში. არასაფრენი ზონების მოქმედების ვადა 21 იანვარს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იწურება. მედიის ცნობით, აშშ-ის მომავალი და ყოფილი პრეზიდენტების რეზიდენციების თავზე საჰაერო ზონის დაკეტვა სტანდარტული პროცედურაა. მაგალითად, არასაფრენი ზონა მოქმედებს ჯორჯ ბუშ-უმცროსის რანჩოს თავზე ტეხასში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)