|
2016-11-11 12:36:32, 1962 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმა განხორციელდა
ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოსთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, 120 კი დაშავდა, - ამის შესახებ ALJAZEERA-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი საკონსულოს შენობის კედელს შეეჯახა. როგორც ნატო-ში განაცხადეს, საერთაშორისო კოალიციის სამხედროები მომხდარს იძიებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, საკონსულოს შენობის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. მედიის ცნობით, საკონსულოზე თავდასხმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. თავდასხმაზე პასუხისმეგლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო. თალიბი-მებრძოლების თქმით, აფეთქება იყო პასუხი, ყუნდუზის პროვინციაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმაზე, რომელსაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ემსხვერპნენ. მედიაში გავრცელებული მონაცემებით, ავიადარტყმას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. შეგახსენებთ, რომ პენტაგონმა საჰაერო იერიშის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი დაადასტურა, თუმცა უწყებას დაღუპულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)