|
2016-11-11 11:35:26, 2348 ნახვა
მსოფლიო
The Telegraph-ი ტრამპის გამარჯვებით შეშფოთებულ ამერიკის მოქალაქეებს კახეთში ემიგრირებას ურჩევს
ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ემიგრაციას ურჩევს. Telegraph-ის რეიტინგში სულ 15 ქვეყანაა მოცემული, მათ შორის საქართველოც. როგორც მედია საშუალება წერს: "თუ თქვენ სონომაში (ქალაქი კალიფორნიის შტატში) ცხოვრობს, საქართველოში უნდა გადაბარგდეთ. ეს ის Georgia არ გეგონოთ, სადაც ტრამპი გეყოლებათ, საუბარი ქვეყანა Georgia-ზეა". გამოცემა კალიფორნიის ქალაქში მცხოვრებლებს ურჩევს განსაკუთრებით გეზი კახეთისკენ აიღონ, სადაც აღმოსავლური საჭმელი და ღვინოა. "იცოდით, რომ საქართველოში ღვინის დაყენება 8 ათას წელს ითვლის? ეს ახალი კალიფორნიაა და თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ იქ", - წერს გამოცემა. Telegraph-ი ასევე წერს, რომ ვინც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ლონდონი უნდა აირჩიოს საცხოვრებლად, სიეტლის მაცხოვრებლებს გამოცემა ვენას ურჩევს, ლეს ვეგასი - მაკაუ, პალო ალტო - სტოკჰოლმი, ვაშინგტონი - ბრიუსელი, სან ფრანცისკო - სიდნეი, ბოსტონი - დუბლინი, ჩიკაგო - მანჩესტერი, სენტ ლუისი - ბუენოს აირესი, ჰონოლულუ - ოკინავა, ნიუ ორლეანი - ქეიფ თაუნი, ოსტინი - ჰონგ კონგი, დეტროიტი - ჰარბინი, პორტლენდი - ვანკუვერი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)