|
2016-11-10 21:11:30, 834 ნახვა
საზოგადოება
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი აუცილებლად მიიღებს სამსახურებრივ საყვედურს
56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი აუცილებლად მიიღებს სამსახურებრივ საყვედურს, - ასე ეხმაურება თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ასახულია თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმულ „ქორწინების“ სცენას. მათი განცხადებით, პროგრამაში, რომელიც შემუშავებულია ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის მიერ, გაწერილია ასაკობრივად დიფერენცირებული და ასაკობრივად შერეული ჯგუფებისთვის სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, 4-5 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფისთვის ერთ-ერთი თემაა ”ქორწილი”, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, კონკრეტულად ცეკვის ელემენტების შესწავლას, მუსიკას, ასევე, სხვადასხვა ნიმუშების, საქორწინო აქსესუარების მომზადებას და ა.შ. ხოლო ის, რაც 56-ე ბაგა-ბაღში მოხდა, ცოტა გადაჭარბებული იყო. ”თბილისის ბაგა-ბაღები 2012 წელს გამოცემული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით ხელმძღვანელობენ, რომელიც შემუშავებულია ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის მიერ. პროგრამაში გაწერილია ასაკობრივად დიფერენცირებული და ასაკობრივად შერეული ჯგუფებისთვის სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, 4-5 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფისთვის ერთ-ერთი თემაა ”ქორწილი”, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, კონკრეტულად ცეკვის ელემენტების შესწავლას, მუსიკას, ასევე, სხვადასხვა ნიმუშების, საქორწინო აქსესუარების მომზადებას და ა.შ. ხოლო ის, რაც 56-ე ბაგა-ბაღში მოხდა, ცოტა გადაჭარბებული იყო. აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი, თუმცა სააგენტო არ ეთანხმება და აღმზრდელი აუცილებლად მიიღებს სამსახურებრივ საყვედურს", - აცხადებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)