|
2016-11-10 17:56:10, 2042 ნახვა
მსოფლიო
იუნკერი: ტრამპისგან ველოდები ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობებში სიცხადეს
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დონალდ ტრამპისგან სიცხადეს ისეთ საკითხებში ელოდება, როგორიცაა მსოფლიო ვაჭრობა, კლიმატი, პოლიტიკა და ნატო-ს მოკავშირეებთან მომავალი ურთიერთობები, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის იუწყება. როგორც იუნკერმა ბერლინში გამართულ პრესკონპერენციაზე განაცხადა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში აშშ-ის პოზიცია საინტერესოა. “ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ, როგორც განვითარდება საქმეები გლობალურ სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. გვსურს, ვიცოდეთ, რა განზრახვები აქვს მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი კლიმატური პოლიტიკის გატარებას აპირებს ის. ეს უახლოეს თვეებში ცხადი უნდა გახდეს” , - განაცხადა იუნკერმა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჟან-კლოდ იუნკერმა და დონალდ ტუსკმა, დონალდ ტრამპს მისალოცი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც აშშ-სთან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამყარების იმედი გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ნატო-ს და აცხადებდა, რომ აშშ-ს ამ ორგანიზაციის დაფინანსება ზედმეტად ძვირი უჯდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)