|
2016-11-09 16:46:53, 723 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა წნორში ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის პროექტი - „სინათლე ცოდნის კაფეში“ - დაიწყო. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მისი მიზანია ადგილობრივ ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზება. მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ მხარდაჭერით, სოციალურ საწარმოში „ცოდნის კაფეში“, დეკემბრის ბოლოს დასრულდება. მასში ადგილობრივი სკოლების 20 მოსწავლე ჩაერთო. 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები 6 თემატურ ტრენინგს დაესწრებიან. სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ ქალაქ წნორში, არასამთავრობო ორგანიზაცია„სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ სექტემბერში დაფუძნდა. მასში მულტიმედიური ბიბლიოთეკა, წიგნების მაღაზია, კაფე და შეხვედრების სივრცეა მოწყობილი. საწარმოს ხელმძღვანელია იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტ „50 საჯარო მოხელეს“ კურსდამთავრებული და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სტაჟიორი, ქეთევან მოლაშვილი. როგორ ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდულ პროგრამებს/პროექტებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახორციელებს. ამჯერად, კი ახალი პროექტი „ცოდნის კაფეშიც“ დაიწყო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)