09:31 - 24 May, 2026
|
2016-11-09 16:01:21, 2009 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ იფნრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თხოვნა უკრაინის მთავრობამ საკადრო საკითხების განხილვისას დააკმაყოფილა. მთავრობის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გადაეგზავნება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა. მან უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)