|
2016-11-09 09:12:48, 1756 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონიძიებების შედეგად, ექვსი პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული მ.ჯ., 1995 წელს დაბადებული უ.ჯ., 1994 წელს დაბადებული ა.ვ., 1993 წელს დაბადებული პ.ა. და 1998 წელს დაბადებული გ.უ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების სხვადასხვა სოფელში ქურდობის 6 ფაქტი ჩაიდინეს. ბრალდებულებმა გაქურდეს სასურსათო მაღაზიები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი წაიღეს. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნინოწმინდის რაიონში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ერთ-ერთი ბანკის სერვისცენტრი გაქურდეს, საიდანაც ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარეს. პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ექვსივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)