|
2016-11-08 23:13:14, 690 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი სამხედრო გაწვევაზე: ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უშიშროების საბჭოზე უნდა განიხილებოდეს
ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა განიხილებოდეს უშიშროების საბჭოზე, - ამის შესახებ, სამხედრო სავალდებულო გაწვევაზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ნაჩქარევად არ უნდა ხდებოდეს და მისი განხილვა უშიშროების საბჭოზე აუცილებელია. მისივე განცხადებით, სავალდებულო გაწვევის თემაზე მას უკვე ჰქონდა საუბარი თავდაცვის მინისტრთან და არსებობს შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში ამ საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს ფორმატში მოხდეს. "სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება უკავშირდებოდა პროფესიულ არმიაზე გადასვლას, თუმცა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება იყო მხოლოდ ერთჯერადი აქტი. მიზანი იყო პროფესიულ არმიაზე გადასვლა, ამ მიზნისთვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა. ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა განიხილებოდეს უშიშროების საბჭოზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)