|
2016-11-05 14:08:22, 2445 ნახვა
მსოფლიო
ერაყში აფეთქების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა
ერაყში გზის ორმხრივი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამხედრო კონვოის ქალაქ ჰავიჯადან, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, მშვიდობიანი მოსახლეობა გადაჰყავდა. სამართალდამცველების თქმით, გარდაცვლილთა შორის 17 მშვიდობიანი მოქალაქე და 1 პოლიციელია. შეგახსენებთ, რომ ერაყის ქალაქ მოსულში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "ისლამურმა სახელმწიფომ" 1 600 ადამიანი მძევლად აიყვანა. მედიის ცნობით, ისლამისტები მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებენ. ცნობისთვის, ერაყელმა სამხედროებმა მოსულის აღმოსავლეთით ისლამისტებისგან გათავისუფლებული რაიონების განაღმვა დაიწყეს. სამთავრობო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 6-ს რაიონზე აღადგინეს კონტროლი, რითაც მოსულის სიღრმეში თითქმის ორი კილომეტრით წაიწიეს წინ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)