|
2016-11-05 12:52:53, 2108 ნახვა
მსოფლიო
ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტებმა 1 600 მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად აიყვანეს
ერაყის ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 1 600 მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად აიყვანეს, მათ შორის 400 ქალია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერო-ზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, „ბოევიკები“ მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებენ. გაერო-ს ინფორმაციით, 2 ნოემბერს „ისლამური სახელმწიფოს“ "ბოევიკებმა" მოსულში 180 ყოფილი საჯარო მოხელე სიკვდილით დასაჯეს. ამჟამად უწყება ამოწმებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მოსულში შესაძლოა, კიდევ 200 ადამიანის მკვლელობა განხორციელდა. ერაყის შეიარაღებული ძალები, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულზე შეტევით ოპერაციას განაგრძობენ. ბოლო მონაცემებით, ტერორისტები დიდ დანაკარგს განიცდიან. შეიარარებული ძალები მოსულის რაიონ ზაჰრას 90% უკვე აკონტროლებენ. შეგახსენებთ, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)