23:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 18:23:35, 807 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) სამეთვალყურეო საბჭოს და  ENPARD-ის კონსორციუმის წევრების რიგით მეათე  გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის  მონაწილეებმა  ENPARD I-ის პროექტი შეაჯამეს და ENPARD II–ის პროექტის  მიმდინარეობა  განიხილეს. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ENPARD-ის პირველი ფაზის  ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე ისაუბრა, განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა  და აღნიშნა, რომ პროგრამას ევროპელი კოლეგები ქვეყნის სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ.  ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის და პარტნიორი ორგანიზაციების  წარმომადგენლებს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ENPARD III-ის პროექტი, რომლის ბიუჯეტი 78 მლნ ევროს შეადგენს, მომზადების პროცესშია და  ENPARD II-ის პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო, საქართველოში ევროკავშირის  წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კრისტინა კასელა და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics