|
2016-11-02 15:58:46, 656 ნახვა
საზოგადოება
პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში ამხანაგობებისთვის ტრენინგები ჩატარდა
საბურთალოს რაიონის გამგეობის საპილოტე პროექტის, „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სპეციალური ტრენინგი ჩატარდა თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის და ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლები“. ტრენინგები, რომელსაც საბურთალოს რაიონის 22 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე დაესწრო, ჩაატარა კონსორციუმმა „სამართლებრივი დახმარება საქართველოს“. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთხით დღეს მოქმედმა კანონმდებლობამ. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება კანონის კონკრეტულ მუხლებში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე. ტრენინგებს დაესწრო საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რომელმაც აუდიტორიას შესთავაზა საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის შექმნა. გამგებლის ინიციატივაზე ამხანაგობის თავმჯდომარეებს შორის გაიმართა დისკუსია ასეთი გაერთიანების შექმნის მიზანშეწონილობაზე, მოსალოდნელ შედეგებსა და მუშაობის სპეციფიკაზე. საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის შექმნა პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეტაპია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)