|
2016-11-01 16:39:13, 807 ნახვა
საზოგადოება
მოსწავლის ძველი სამგზავრო ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება
თბილისში რეგისტრირებული მოსწავლეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ძველი ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს" შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, სექტემბრიდანსაზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსწავლეთა უფასო მგზავრობის ახალი, იდენტიფიცირებული 53 ათასი უფასო სამგზავრო ბარათი გაიცა. მოსწავლის მშობელმა, ან უფლებამოსილმა პირმა ახალი სამგზავრო ბარათის ასაღებად უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებს (გარდა „ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა). მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელი შეღავთიანი ფასით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე: მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაერთოს„საქართველოს ბანკის“ sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში; დააგროვოს sCool-ები მაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი, სასურველ ნივთებში გადაცვალოს. სულ, თბილისის მერია, 26 კატეგორიის 600 ათასამდე მოქალაქისთვის გასცემს მეტროთი და ავტო-ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს, რაც მომავალშიც იგევე რეჟიმში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)