|
2016-11-01 14:22:01, 656 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის საპილოტე კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული 65 ამხანაგობის თავმჯდომარისათვის, კახეთში ექსკურსია მოეწყო, ამის შემდგომ კი ისინი სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ ამხანაგობის თავმჯდომარეს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. კონკურსზე, ასევე, 4 ამხანაგობის თავმჯდომარეც დააჯილდოვეს, რომლებმაც წარმოადგინეს 5 წუთიანი დოკუმენტური ფილმი. ფილმის შინაარსი ასახავდა კონკურსში მონაწილე ამხანაგობის ან მათი წევრების საქმიანობას ან ყოფა-ცხოვრებას. ამჯამად, მიმდინარეობს კონკურსის მესამე ეტაპი, განაცხადების მიღება 3 ნოემბერს დასრულდება. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია, წერილობითი შეტყობინების ფორმით ეცნობათ გამგეობის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს, ასევე, საინფორმაციო სტენდი განთავსებული იყო გამგეობის შენობაში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის, როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)