|
2015-03-19 14:04:30, 424 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ე.წ. ხელშეკრულება არის რაღაც ქაღალდი, რომელსაც ვიღაცებმა ხელი მოაწერეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება არანაირი ძალის მქონე არაა. მისივე თქმით, მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ე.წ. ხელშეკრულება რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის, არაფერი არაა. "არსებობს სამი ვარიანტი- პირველი, რომ ვინმემ სცნოს ეს დოკუმენტი და ამას აკეთებს მხოლოდ რუსეთი და თავად ოსური მხარე, მეორე არის, რომ გააკეთონ ისე, თითქოს არაფერი ხდება, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს და მესამე-შეაფასონ როგორც უკანონო, არაფრის მქონე, არანაირი ძალის მქონე დოკუმენტი, მთელი მსოფლიო მკაფიოდ ამბობს, რომ არაფერი არაა. სწორედ ესაა ყველაზე ეფექტური ფორმა, როდესაც მისგან არაფერი არ რჩება გარდა იმისა, რომ ეს არის რაღაც ქაღალდი, რომელსაც ვიღაცებმა ხელი მოაწერეს",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილა. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი გუშინ მოაწერეს. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)