|
2016-10-28 11:06:48, 657 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ახალი პროექტის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პენიტენციური და პრობაციის სისტემების ექსპერტებს წარმოადგენენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა სტუმრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის განვითარებაში ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიდგომა დანაშაულის პრევენციასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებული გახდა, გაუმჯობესდა პენიტენციური ჯანდაცვა, პატიმართა საცხოვრებელი პირობები და უფლებრივი მდგომრეობა, დაინერგა ციხის მართვის თანამედროვე მოდელები და არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა. კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უკვე მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებს და რეფორმირების პროცესს კვლავ გააგრძელებს, მათ შორის, პრობაციის სფეროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიმართულებით. კახიშვილმა რეფორმირების პროცესში ევროკავშირის და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ პროექტს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მისი ბიუჯეტი 2.25 მილიონ ევროს შეადგენს და 32 თვე გაგრძელდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეფორმირების პროცესში, კონკრეტულად გათვალისწინებულია მხარდაჭერა სტრატეგიების დაგეგმვისა და კონსოლიდაციის, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღალების, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრირების, პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სერვისების გაფართოების და პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების დანერგვის კუთხით. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის დიმიტრიოს ბაკოლასის განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. მისი თქმით, პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების უწყებას სისტემის მოდერნიზაციის პროცესში დაეხმაროს და ამისთვის, სამუშაო პროცესში როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან. მინისტრმა სტუმრებს პროექტის სამოქმედო გეგმის შედგენამდე, მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა შესთავაზა. კახა კახიშვილმა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია. (NS)
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)