|
2016-10-26 17:36:11, 816 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე პოლონეთის გაცვლით პროგრამებში ჩართულ მედიკოსებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პოლონეთის საუკეთესო სამედიცინო ცენტრებში გაცვლით პროგრამებში ჩართულ მედიკოსებს შეხვდა. ზურაბ პატარაძემ მათთან საუბრისას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, ევროპული ქვეყნების სამედიცინო სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას, სამედიცინო სფეროს განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდაჭერას. ზურაბ პატარაძის თქმით, სამედიცინო სფეროში გაცვლითი პროგრამები გარდა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა, სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ბათუმს ამ მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გააჩნია და რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მაქიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ რეგიონში საერთაშორისო სამედიცინო ღონისძიებების მოსაზიდად. ზურაბ პატარაძემ ექიმებს სხვადასხვა საინტერესო პროექტში ჩართულობა და მხარდაჭერა აღუთქვა. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ექიმებმა პოლონეთში მიღებული შთაბეჭდილებებისა და მათ წინაშე მდგარი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები პოლონეთში არსებულ კლინიკებში სხვადასხვა მიმართულებით უკვე მეოთხე წელია გადიან სტაჟირებას. 2013 წლიდან დღემდე უკვე 22 ექიმი გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის რეგიონული თანამშრომლობის შესახებ შემდგარი შეთანხების საფუძველზე უახლოეს ორ თვეში დაგეგმილია შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ქირურგებისა და მედდების ვიზიტი ქვემო სილეზიაში. ხუთი ექიმი და ორი ექთანი ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფისის ორგანიზებით სამედიცინო სტაჟირებას გაივლიან ქ. მილიჩის სამედიცინო ცენტრში. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში, სტაჟირების კურსი შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ უკვე გაიარა. ასევე შედგა 2014 წელს პოლონელი რეაბილიტოლოგის ვიზიტი ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. გასულ წელს ექიმ-რევმატოლოგმა ნერიმან ცინცაძემ და იმუნოლოგმა ლეილა ახვლედიანმა სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში" ორკვირიანი კურსი გაიარეს და მათი გამოცდილება გაიზიარეს. მიმდინარე წელს კი შედგა ონკოლოგიური ცენტრის სამი თანამშრომლის ვიზიტი ქ. კატოვიცეში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის დეპარტამენტში, სადაც მათ სპეციალიზებული სატრენინგო კურსი ჩაუტარდათ. ამავე კლინიკაში წარმატებით განხორციელდა ონკოლოგიური ცენტრის ორი თანამშრომლის სპეციალიზირებული ტრენინგ კურსი რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტეში. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მომავალ წელს კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ვიზიტი ბათუმში. (NS)
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)