06:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 11:54:19, 2174 ნახვა

მსოფლიო
Isis-მ ერაყის ქალაქ კირკუკში თავდასხმები განახორციელა - გარდაცვლილია 16 ადამიანი

ერაყის ქალაქ კირკუკში, ტერორისტები სამთავრობო შენობას დაესხნენ თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, "ბოევიკები" პოლიციის რამდენიმე განყოფილებას და ელექტროსადგრუსაც დაესხნენ.  France Press-ის ცნობით, ყველა თავდამსხმელს ე.წ შაჰიდის ქამარი ეკეთა.

ერთ-ერთი შენობის მახლობლად ტერორისტებმა 3 ბომბი ააფეთქეს. ტერაქტი ადგილობრივიდ დროით საღამოს 6 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 12 ერაყის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელია, 4 კი, ირანელი ტექნიკოსი. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ტერორისტის მოკვლა იქამდე მოახერხეს, სანამ ის თავს აიფეთქებდა.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" უკვე აიღო.

ცნობისთვის, კირკუკი მოსულთან მახლობლად მდებარეობს და ის ადგილობრივი ქურთების კონტროლის ქვეშაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics