12:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 18:37:07, 1496 ნახვა

სამართალი
თავაძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი, ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იქნება

სასამართლოს დამოუკიდებლობის განმსაზრელი, ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ განაცხადა.

ზაზა თავაძემ მადლობა გადაუხარა კოლეგებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. თავაძის თქმით ის მოადგილეების კანდიდატებს 10 დღის ვადაში წარუდგენს პლენუმს.

"პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება, ვგულისხმობ არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც ჭირდება სწრაფად მიხედვა რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადმაიანის უფლებების დაცვა", - აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ის ობიექტური, რაზეც მისი ოპონენტები ეჭვს გამოთქვამდნენ, თავაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვარს.

"ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებული, იქნება სასამართლოს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება", - განაცხადა თავაძემ.

ცნობისთვის, სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, არჩევანი ზაზა თავაძის კანდიდატურაზე გააკეთა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, თავაძემ 5 ხმა მიიღო, რაც  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics