06:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 11:39:47, 2192 ნახვა

მსოფლიო
ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა

სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორომაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 08:00 სააათიდან საღამოს 19:00 საათამდე ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას რვა ჰუმანიტარული დერეფნით შეძლებს.

მედიის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ აღმოსავლეთ ალეპოს დატოვება ამბოხებულებსაც შესთავაზა, თუმცა მათ ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს.

თავდაპირველად რუსეთის თვადაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰუმანიტარული პაუზია" რვა საათით იმოქმედებოდა, თუმცა გაერო-მ აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის სულ მცირე 12-საათიანი ზავია საჭირო.

ამგვარად, 19 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, "ჰუმანიტარული პაუზა" სამი საათით გახანგრძლივდება.

ცნობისთვის, სირიის სამთავრობო ძალებმა და რუსულმა ავიაციამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, საცხოვრებელ რაიონებზე დარტყმები 11 ოქტომბერს განაახლეს. უფლებადამცველების მონაცემებით, ავიაიერიშებს მშვიდობიან მოსახლეობას შორის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა მოსკოვი სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics