|
2016-10-19 16:55:20, 716 ნახვა
საზოგადოება
,,მსოფლიო სურსათის დღე“ საქართველოშიც აღინიშნება
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, წელს, “მსოფლიო სურსათის დღის” მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა. აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2016 წელი პარკოსანი კულტურების საერთაშორისო წლად ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ,,მსოფლიო სურსათის დღე“, რომელიც გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად აღინიშნება, კლიმატის ცვლილებებსა და პარკოსან კულტურებს მიეძღვნება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი გახსნიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული სკოლი მოსწავლეები, რომლებიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით ახალი თაობის ხედვას და კონცეფციას წარმოადგენენ. ღონისძიების ფარგლებში, შეფ-მზარეული მანუელ ბარანდა თანამედროვე კულინარიაში ტრადიციული ქართული პარკოსანი კულტურების გამოყენებაზე ისაუბრებს. სტუმრებს საშუალება მიეცემათ სპეციალურად ამ დღისთვის, პარკოსნებით მომზადებული ტრადიციული ქართული და ევროპული კერძები დააგემოვნონ. “მსოფლიო სურსათის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)