22:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 14:23:19, 715 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მეორე ეტაპზე მკურნალობაში 680 პატიმარი ერთვება, მათ შორის N2 პენიტენციური დაწესებულებიდან 50 ბენეფიციარი, N3 დაწესებულება - 9; N5 დაწესებულება - 13;  N6 დაწესებულება - 35; N7 დაწესებულება - 8;  N8 დაწესებულებიდან - 55; N12 დაწესებულება - 22 პატიმარი; N14 დაწესებულება -115;  N15 დაწესებულება -150; N16 დაწესებულება - 8; N17 დაწესებულება - 187 მსჯავრდებული და N18 დაწესებულებიდან - 7.  ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, მკურნალობაში ჩართულ პატიმართა რიცხვი 1000-მდე გაიზრდება.

"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი პროგრამით გათვალისწინებულ ანტივირუსულ მკურნალობაში ყველა პატიმრის ეტაპობრივად ჩართვას გულისხმობს, განურჩევლად ღვიძლის ფიბროზის (დაზიანების) ხარისხისა. 2016 წლიდან პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტით - „ჰარვონით“. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან C ჰეპატიტით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების მკურნალობა ასევე ახალი მედიკამენტით - „სოფოსბუვირით“ დაიწყო. სულ 2014-2016  წლის  აგვისტოს მდგომარეობით, C ჰეპატიტზე სკრინინგი  17 237 პატიმარს ჩაუტარდა; მკურნალობის კურსში 710 მსჯავრდებული/ბრალდებული ჩაერთო. მკურნალობა წარმატებით დაასრულა 557 პატიმარმა", - აცხადებენ სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics