22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 18:55:29, 826 ნახვა

საზოგადოება
მოლაპარაკება შრომითი მიგრაციის პროექტის პილოტირებაზე

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  პილოტური პროექტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია  პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს  დემოგრაფიისა და მიგრაციის საკითხებში ბართოშ მარჩუკს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოდან პოლონეთში შრომითი მიგრანტების მობილურობის განვითარებაზე ისაუბრეს, რაც კადრებზე მოთხოვნა-მიწოდებას შეუწყობს ხელს. მოლაპარაკებაზე აქცენტი მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარებაზეც გაკეთდა.

პროექტის მთავარ პარტნიორებს საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, სოციალური მომსახურებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოები,  პოლონეთსა და ესტონეთში დიპლომატიური მისიები და დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაციები წარმოადგენენ.

“საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში  სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, ამავე ორგანიზაციის პოლონეთისა და ესტონეთის ოფისებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics