|
2016-10-17 19:41:03, 806 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ "თბილისზე მზრუნველი" მოქალაქეები დააჯილდოვა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველი“ 7 ადამიანი დააჯილდოვა. როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, წელს, რესტავრატორ ლელა ნინოშვილს, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმ მაია სვანიშვილს, 41-ე ბაღის დირექტორ მაყვალა ჩუბინიძეს, ბიბლიოთეკარ ნანა ხომერიკს, მეტროს მემანქანე შაქრო ხვედელიძეს, N19 ხელოვნების სკოლის დირექტორ თამაზ მოლაშვილს და რესტავრატორ ზაზა ჯალალს გადაეცათ. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველებს“ სიმბოლური საჩუქრები - სიგელები და მედალიონები გადასცა. „გილოცავთ! თითოეული თქვენგანი დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია! თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქალაქის წინაშე! რომ არა თბილისისა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, პროფესიონალიზმი, თავდადება, ალბათ, ვერ შეძლებდით გეცხოვრათ ასე ღირსეულად და ყოველდღიურად გეზრუნათ თბილისზე,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, უკვე მესამე წელია, დედაქალაქის მერიამ „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო დააწესა. ჯილდო, ყოველწლიურად, იმ მოქალაქეებს გადაეცემა, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში. ღონისძიება, "თბილისობა 2016"-ის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)