21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-16 18:25:22, 852 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ,,ახალ ტფილისში“ სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია, ზაარბრიუკენის მერთან შარლოტა ბრიცთან და ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან ერთად, "ახალ ტფილისში" თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

„ახალ ტფილისში“ თბილისობის დღესასწაული განსხვავებული ფორმატით წელს პირველად ჩატარდა.
განახლებულ აღმაშენებელის გამზირზე სანახაობრივად დატვირთული  კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი. 

განახლებული აღმაშენებლის გამზირი სპეციალურად „თბილისობისთვის“ შექმნილი ვიტრინების ინსტალაციებით გაფორმდა, ამასთან, მოეწყო გამოფენა Error Images და განთავსდა ინსტალაცია „ხვალ“. 
საფეხმავლო ქუჩა ქუჩის მუსიკოსებმა გააფორმეს და მოეწყო სასულე ორკესტრის მსვლელობა.

მუსიკალური ხაზი თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრმა „ბიგ-ბენდმა" განაგრძო. თბილისური ეზო „ახალი ტფილისის’’ ეზოში განთავსდა და მაყურებელს საინტერესო ღონისძიება შესთავაზა. მანამდე კი „ახალ ტფილისში“  „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ გამართა წარმოდგენა.

კიდევ ერთი განსაკუთრებული ღონისძიება სახელწოდებით - „თხრობა მუსიკით“  მოეწყო აღმაშენებლის გამზირზე დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, სადაც სტუმრებს მუსიკით „ამეტყველებული" მუნჯი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ.  
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics