21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-16 15:54:07, 961 ნახვა

საზოგადოება
Tbilisi Fashion Week - განრიგი და შოურუმის გახსნის მოსაწვევი

18 ოქტომბერს, 19:30- საათზე გიწვევთ თბილისი მოლში, სადაც თბილისის მოდის კვირეულის შოუ რუმის ოფიციალური გახსნა გაიმართება, კოლექციების ჩვენება და წვეულება!

19 ოქტომბერს 19:00 საათზე თბილისის მოდის კვირეული გაიხსნება განახლებულ აღმაშენებელზე, სადაც "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე, ნინო რამიშვილის კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი გაიმართება!  იმავე საღამოს 20:00 საათზე აბაკელიას ქუჩაზე, CHUBIKA-ს Secret Garden მოეწყობა!

20 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით კი სასტუმრო Rooms Tbilisi უმასპინძლებს თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს და სხვა ღონისძიებებს.

თბილისის მოდის კვირეულის განრიგში კიდევ ორი ჩვენებაა დაგეგმილი ალტერნატიულ სივრცეში: ლაშა ჯოხაძის ჩვენება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში მოეწყობა, მარიამ გვასალია კი კოლექციას სტუმრებს ნამდვილ სამკერვალო-საწარმოში წარუდგენს (ლოკაცია მოგვიანებით გამოცხადდება).

LTFR & GIPSY SAMURAI კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი გამომცემლობის შენობაში გამართავს ღონისძიებას.

23 ოქტომბერს, თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონის დახურვას დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი" უმასპინძლებს!

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics