|
2016-10-15 18:05:48, 735 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 16 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადავარდა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან 16 წლის გოგონა გადავარდა. როგორც "ექსპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გოგონა ქვედა კიდურების ტრავმით იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის პრეს-სამსახურის ცნობით, პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „დღეს, 15:20 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ კლინიკაში ფეხების, მენჯის და ხერხემლის სავარაუდო ტრამვით 16 წლის გოგონაა შემოყვანილი. უტარდება კვლევები. რამდენიმე საათში გვექნება კვლევის შედეგები. პაციენტი მე-3 სართულიდან გადმოვარდა. მოთავსებულია იაშვილის საავადმყოფოს რეანიმაციაში", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)