21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 13:35:38, 724 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში „შუმბა ლენდი“ გაიხსნა

ვაკის პარკში,  საბავშვო ქალაქი - „შუმბა ლენდი“ გაიხსნა.

საზეიმო გახსნას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ.

ლაშა აბაშიძის განცხადებით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია, დამონტაჟდა  საბავშვო ატრაქციონები.

"დღეს ჩვენ, ვაკის პარკში, გავხსენით წლების განმავლობაში მიტოვებული, საბავშვო მოედანი. ადგილზე დამონტაჟდა ევროპული წარმოების ატრაქციონები და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. პატარებს დღეიდან შეეძლებათ მოვიდნენ "შუმბა ლენდში", სადაც მათ უამრავი გასართობი დახვდებათ" - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ლაშა აბაშიძის თქმით, საბავშვო ქალაქის კეთილმოწყობისთვის 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.

 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics