21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 14:35:18, 706 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

პატრიაქმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, მცხეთობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რა წმინდა ადგილია ეს. ეს არის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო ხალენი წმინდანი ილია წინასწამეტყველისა. ეს არის ის წმინდა ადგილი, სადაც იყო დაკრძალული კვართი უფლისა, სადაც მრავალი საქართველოს მეფე და დედოფალი ეკურთხებოდა, სადაც დღესაც ჩვენ დროს ეკურთხება კათალიკოს-პატრიარქი და ეპისკოპოსი. იმდენად წმინდა ადგილია სვეტიცხოველი, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა, მან დატოვა ანდერძი, რომ არ დასაფლავებულიყო აქ, რადგან უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში და ყოველი ადამიანი, რომელიც შემოდის რწმენით და სიყვარულით, გრძნობს მადლსა უფლისასა“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ განსაკუთრებულად მიულოცა დღევანდელი დღე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს და ოსებს.

"დალოცვილი და გახარებული იყავით. გილოცავთ ყველას ამ უდიდეს დღესასწაულს თქვენ და მთელ საქართველოს, განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან დროებით და მალე ჩვენთან ერთად ვიქნებით ღვთის წყალობით. ვულოცავ ოსებს, რუსებს და ყველას. დიდი ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენს მადლსა და ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყველა ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხში განმტკიცდეს სარწმუნოება მართლმადიდებელი, სიყვარული და სასოება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში“, - აღნიშნა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics