|
2016-10-13 18:38:22, 2039 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ პატარაძე „პორტა თაუერის“ მშენებლობის პროცესს გაეცნო
ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი "პორტა თაუერის" (Porta Batumi Tower) მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის მთვარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე გაეცნენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. „პორტა თაუერი" აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევე ზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, „პორტა თაუერი" შედგება რამდენიმე შენობისგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია 2-სართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსში აგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასა რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია კაფე-ბარი და საოფისე ფართების მოწყობა. თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით Porta Batumi Tower არის მსოფლიო დონის პროექტი, რომელიც აშენებულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორიცაა საქართველოში მოქმედი ,,Barrette Pilings". კონსულტაციებისა და მშენებლობის კონტროლს ახორციელებს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი. ხოლო Porta Batumi Tower-ის მსოფლიო დონის დიზაინი შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს ცნობილმა არქიტექტორმა -ბროდვეი მალიანმა. მისი განხორციელებისთვის საქართველოში 70 მლ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის ,,პორტა თაუერის" მშენებლობა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)