00:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 17:07:53, 2260 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
ყირგიზეთთან შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, ხოლო ყირგიზეთის მხრიდან - ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერლან აბდილდაევმა.

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. შეთანხმების ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს.

შეთანხმების მთავარი მიზანია, ასევე, გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით მიიღწევა.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 52 ქვეყანასთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics