21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 16:58:29, 732 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალზე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში კონსტანტინე სურგულაძემ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW)  გენერალურ დირექტორთან, აჰმედ უზუმჩუსთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  

დავით სერგეენკო და ამირან გამყრელიძე როტერდამში „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალს 2016“-ს ესწრებიან.  ჯანდაცვის მინისტრი მესამე ყოველწლიურ მინისტერიალზე სიტყვით წარსდგა და  ყურადღება გლობალურ საფრთხეებთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამხვილა. „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა არა ცალკეული ქვეყნის მხრიდან, არამედ ერთობლივად ხორციელდება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.  

„გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი - 2016“-ს 50-მდე ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ესწრება.

ღონისძიების ფარგლებში, ინფექციების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით, მრავალმხრივი და მრავალსექტორული მიდგომები განიხილება.

ყოველწლიური მინისტერიალი უკვე მესამედ იმართება და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება. ის 12 ოქტომბერს გაიხსნა და ხვალ - 14 ოქტომბერს დაიხურება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics