21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 15:17:38, 530 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი ოლეგ სლიჟევსკის შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბელარუს კოლეგა ოლეგ სლიჟევსკის შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრა ბელარუსში საქართველოს საელჩოში გაიმართა, რომელსაც ელჩი დავით კოტარიაც ესწრებოდა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის იუსტიციის სამინსიტროებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთოებბზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

საქართველოსა და ბელარუსს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდა, როდესაც მიმდინარე წლის 25 მაისს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას.

 დოკუმენტს ხელი  საქართველოს და ბელარუსის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს.   

ცნობისთვის, თეა წულუკიანის ვიზიტი ბელარუსში უკვე დასრულდა. იუსტიციის მინისტრი ბელარუსში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა. კომერციული მედიაციის თემაზე გამართული ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა.

ფორუმზე იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, სამართლის დარგის სპეციალისტები მედიაციის გზით დავების მოგვარების შესახებ მსჯელობდნენ.

თეა წულუკიანთან ერთად ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს მასპინძლობას უწევდა ბელარუსის იუსტიციის მინისტრი ოლეგ სლიჟევსკი.

 ფორუმი ორდღიანი იყო და ის 12 ოქტომბერს დასრულდა.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრა ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics