21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 17:49:58, 781 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, კეკელიძის N16-ში ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გახსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორიალური დაფა, ირინა ენუქიძის საცხოვრებელ სახლთან, კეკელიძის 16 ნომერში გაიხსნა.

მათივე ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის დედის სახლთან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები შეიკრიბნენ, რომელთაც დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა. თბილისის მერმა ირინა ენუქიძის ღვაწლზე ისაუბრა.

ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ამ ქალბატონმა თავი სამართლიანობისთვის ბრძოლას შესწირა.

„ასეთი მემორიალური დაფა ქალაქში სხვაგან არსად გვაქვს, ვინაიდან  ეს არის განსაკუთრებული ბრძოლის სიმბოლო. ეს არის განსაკუთრებული თავგანწირვისა და  სამართლიანობის სიმბოლო. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ იცოდეს იმ თავგანწირვისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის შესახებ, რასაც  ქალბატონი ირინა ემსახურა და რასაც მან საკუთარი სიცოცხლე შესწირა,“ - განაცხადა ნარმანიამ. 

(NS) 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics