21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 17:19:30, 790 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი.

მათივე ინფორმაციით,  დიდი ჯიხაიშის ქუჩის ფართობი 10 010 კვ.მ-ია, პროექტის საერთო ღირებულება 1 475 500 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო. დავით გოგიძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.

„დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე 50 წელია საგზაო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა. ათეულობით ოჯახი წლების განმავლობაში ელოდა ქუჩის კეთილმოწყობას. დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომლის დასრულების შემდეგ ნაძალადევში კიდევ ერთი სრულიად განახლებული ქუჩა გვექნება“ - განაცხადა დავით გოგიძემ.

პროექტის მიხედვით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთლიანად გამართავს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემას - ახლით შეიცვლება 3 900 გრძივი მეტრი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი და წყალარინების 2 500 მეტრი სიგრძის ქსელი. ასევე დამონტაჟდება ევროსტანდარტების ჩამკეტ-მარეგურებელი ურდულები და ჭები. მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ნაძალადევის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია საგზაო სამუშაოებს გააგრძელებს და მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics