21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 14:41:36, 750 ნახვა

საზოგადოება
დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა

თბილისს შემოერთებული  სოფლების,  დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია,  საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად,  ადგილობრივებს შეხვდა.  დიდგორში, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში,  გაზქურა, სიმბოლურად,  თბილისის მერმა  აანთო.

დავით ნარმანიას თქმით, დიდგორისა და თელოვანის მოსახლეობა ბუნებრივი აირით  სარგებლობას დღეიდან შეძლებს.

„ადგილობრივებს საკმაოდ დიდი ხანი ჰქონდათ გაზმომარაგების პრობლემა. მოსახლეობამ დახმარება გვთხოვა. მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, გაზის ახალი სისტემით 60 ოჯახი ისარგებლებს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

სოფლებში ბუნებრივი აირის სისტემის შეყვანა  რამდენიმე თვის წინ დაიწყო.  სამუშაოები კომპანიამ „ჩირაღდანი XXI საუკუნე“ შეასრულა და მისი ღირებულება, დაახლოებით,  500 000 ლარია.

დიდგორი და თელოვანი დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს 2007 წელს შემოუერთდა. ორივე სოფელში 60 ოჯახი ცხოვრობს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics