21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 18:11:42, 796 ნახვა

საზოგადოება
ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერულ თანასწორობაზე შეხვედრა გაიმართა

ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში "ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა, გაიმართა.

 ორდღიანი ღონისძიება პროექტის, სახელწოდებით "საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზა" ფარგლებში მოეწყო. შეხვედრა, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება გამოფენით გაიხსნა; საგამოფენო ექსპონატები სახელწოდებით -"1919-21 წლების დამფუძნებელი კრების წევრი ქალები" ეროვნული არქივის ხელშეწყობით მომზადდა. გამოფენის მიზანი ქალთა აქტივიზმის გაზრდა და მათი პოლიტიკური მონაწილეობის წარმოჩენა იყო.

შეხვედრაზე, გენდერულ თანასწორობაზე - ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები.

ანალოგიური ტიპის შეხვედრების გაგრძელება იგეგმება საქართველოს 8 საზოგადოებრივ ცენტრში. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics