21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 15:22:44, 697 ნახვა

საზოგადოება
არჩევნების მსვლელობის დროს კიდევ ერთი ამომრჩეველი დაიღუპა

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 51-ე საარჩევნო უბანთან 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტი იუწყება, გარდაცვლილმა ხმის მიცემის შემდეგ უბანი დატოვა და კიბეზე ჩამოსვლის შემდეგ წაიქცა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ქარელში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა.

საარჩევნო უბანში შესვლამდე მოხუცი მამაკაცი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრენიუსს" განუცხადეს, შემოსული შეტყობინების საფუძველზე წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics