21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 16:00:16, 685 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აზერ ტოფიგ ოღლუ ჰუსეინს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს.

უწყების ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვის სფეროში სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი იყო, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფორმატია.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

ლევან იზორიამ ელჩს აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში ჩართულობა შესთავაზა. 

აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ხაზარ აბასოვი დაესწრნენ.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics